"ქართული ოცნების" განცხადებას, რომ ქვეყნის მთავარი ოლიგარქები მამუკა ხაზარაძე, დავით კეზერაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მიხეილ სააკაშვილი არიან - პარტია "ლელოში" უტიფრობას უწოდებენ. ოპოზიციური სპექტრის მთავარი მოთხოვნა კი ისეთი კანონის მიღებაა, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კანონში პირის სახელი და გვარი არ ჩაიწერება. რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლიც მიხედვითაც ერთერთი მთავარი რეკომენდაცია საქართველოში დეოლიგარქიზაციაა.