ისრაელის ელჩი - ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვქონდა 26 საუკუნოვანი მეგობრობა და თანაცხოვრება. თუმცა, ვფიქრობ, რაც გვაკლია, უფრო შორსმჭვრეტელური პერსპექტივაა - Palitra News

ისრაელის ელჩი - ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვქონდა 26 საუკუნოვანი მეგობრობა და თანაცხოვრება. თუმცა, ვფიქრობ, რაც გვაკლია, უფრო შორსმჭვრეტელური პერსპექტივაა

2022-06-21 20:26:09+04:00

ვფიქრობ, საქართველო არასრულყოფილი დემოკრატიაა, ისევე როგორც ისრაელი და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა - ამის შესახებ საქართველოში ორწელიწადნახევრიანი დიპლომატიური მისიის დასასრულს, "ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტთან თორნიკე კაკალაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა განაცხადა. მან ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის გარდა, საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, სახელმწიფოებს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. ელჩმა ასევე განმარტა თუ რატომ ინარჩუნებს ისრაელი დელიკატურ ბალანსს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.