პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ სპეციალური მიწვევით სტრასბურგში ევროპის საბჭოში და ვენეციის კომისიაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პაატა დავითაიამ ვენეციის კომისიის მდივანს, სიმონა გრანატა-მენგჰინს შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების საერთო მიმართვა გადასცა, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს და საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეხება.