პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარში ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა და ისაუბრა : რუსულ აგრესიასა და საქართველოს ოკუპაციაზე, ასევე - უკრაინაში მიმდინარე ომსა და სანქციებზე. ყატარში გაკეთებულ პრემიერის განცხადებებს, შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მას აკრიტიკებს და ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს მავნებლურს უწოდებს. მმართველი გუნდის პოზიციით კი ოპოზიცია უნდა გერკვეს ქვეყანა შავი ხვრელისაკენ თუ ევროპისკენ მიემართება.