ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოდის ინიციატივით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარეებმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას გაუგზავნონ წერილი, რომლის თანახმადაც, ყველაფრის მიუხედავად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და დავით უსუფაშვილმა აღნიშნულ წერილს ხელი უკვე მოაწერეს. მისი განმარტებით, ეს არის მისაღები ინიციატივა, რადგან აუცილებელია ყველანაირი გზებით ევროპას საკუთარი პოზიცია გააცნონ. ირაკლი კობახიძე კი უარს ამბობს მონაწილეობის მიღებაზე. მისი განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, რომ მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არ არის საინტერესო.