უკრაინამ 35 სამხედროს, მათ შორის მარიუპოლის დამცველების, ცხედრები დაიბრუნა - Palitra News

უკრაინამ 35 სამხედროს, მათ შორის მარიუპოლის დამცველების, ცხედრები დაიბრუნა

2022-06-21 18:17:08+04:00

უკრაინამ 35 სამხედროს, მათ შორის მარიუპოლის დამცველების, ცხედრები დაიბრუნა. ნფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის მარიუპოლის 25 დამცველია. ცხედრების გადაცემის ოპერაცია ზაპოროჟიეს ოლქში ჩატარდა და ის საგანგებო ვითარებაში დაკარგული პირების კომისრის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა.