''ქართული ოცნების'' ლიდერები სამგორის გამგებლის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ადამიანის პირადი სივრცე ხელშეუხებელია და არასამსახურებრივ პერიოდში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის გამოხატვა. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, ის ამ განცხადების შინაარს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა, მისი თქმით, "ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, რადგან გამოხატვის თავისუფლება არსებობს ქვეყანაში". პარტიის ლიდერის პათოსს იზიარებს დედაქალქის მერიც. კახა კალაძის თქმით, გამგებლის განცხადება „შეიძლება მისთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია“.