უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრიანა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, არამედ ევროპაში თავისუფლებას და მსოფლიოს უსაფრთხოებას იცავს. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ „რუსული სამყარო" საკონცენტრაციო ბანაკებს, წამებასა და ეროვნული ნიშნით დევნას ნიშნავს. მისი თქმით, „რუსული სამყარო" ნიშნავს: საკონცენტრაციო ბანაკებს, ეროვნული ნიშნით დევნას და წამების 1001 მეთოდს. ეს არის სამყარო, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე უსარგებლოა. უკრაინას არასოდეს სურდა ომი, მაგრამ დღეს ის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, არამედ ევროპაში თავისუფლებას და მსოფლიოს უსაფრთხოებას იცავს.