რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოსა და დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შორის გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა. რომ მოსკოვმა შესაძლოა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა მოითხოვოს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის მიერ გადადგმული ნაბიჯების დესტრუქციულობას, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მოსკოვი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის გადადების შესახებ, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი, თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივად, მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციების გარეშე მიიღეს.