16 ივნისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა გაიმართა.
ორგანიზატორების ცნობით, ფინალში გასულმა გუნდებმა წარმოადგინეს ნამუშევრების პრეზენტაცია თემაზე „ოლიმპიური თამაშები ანტიკური ხანიდან დღევანდელობამდე“.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
ოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებული მერაბ კოსტავას სახელობის თელავის მე-4 საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი დაიკავა თბილისის 36-ე საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის პირველი საჯარო სკოლა გავიდა.
გამარჯვებული და პრიზიორი სკოლების გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებითა და თასით.
თითოეულ სკოლას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან, გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.