ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20 ივნისს მაგართულ აქციას - „შინ ევროპისკენ“.
როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ხალხი ღირებულებებისთვის საბრძოლველად არც მოდუნებულა, არც დაღლილა.
მისი შეფასებით, თუ აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! და უნდა ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი ნაბიჯებს დგამს.