პრემიერ -მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი აქვს არჩეული,თუმცა ჩვენი ალიანსში მიღების სურვილი ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდანაც უნდა იყოს გამოთქმული. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ამ კურსს მოსახელობის 80%ზე უჭერს მხარს და საქართველოს მთავრობამ 2012 წლის შემდეგ ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური მიმართულებით ბევრი რამ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.