პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია სტრასბურგში, ევროპის საბჭოში და ვენეციის კომისიაში შეხვედრებს მართავს. დავითაია უკვე შეხვდა ვენეციის კომისიის მდივანს. პოლიტიკოსის შეფასებით, ახლა, როდესაც ევროკავშირის რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ვენეციის კომისიის და ეუთო -ოდირის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებაა, ვენეციის კომისიაში ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პაატა დავითაიას განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე ის საკითხები განიხილეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფისთვის.