ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვების პოლიტიკა, მეთოდოლოგიის დახვეწა, არსებული გამოწვევები და მიღწევები - ამ თემებზე იმსჯელეს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო პარტნიორებმა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა და სექტორის წარმომადგენლებმა.
კონფერენცია ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა აქცენტები პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უწყების მიზანია ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვის ისეთი მექანიზმების დანერგვაა, რომელიც სისტემას უფრო გამჭვირვალეს, სამართლიანსა და ეფექტურს გახდის.