კარლ ჰარცელი - რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო - საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია - Palitra News

კარლ ჰარცელი - რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო - საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია

2022-06-21 12:12:40+04:00

ის, რაც გუშინ ვნახე, საქართველოს ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოისმინა, იყო ქართველი ხალხის სურვილი, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა.

ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძლიერი გზავნილები.