თსუ-ს სტუდენტები დასკვნით გამოცდებს აუდიტორიებში აბარებენ - Palitra News

თსუ-ს სტუდენტები დასკვნით გამოცდებს აუდიტორიებში აბარებენ

2022-06-21 11:15:43+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დასკვნით გამოცდებს აბარებენ. თბილისის, ქუთაისის და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში 20 ათასამდე ახალგაზრდას ელოდებოდნენ. დამატებით საგამოცდო ცენტრებში სულ 171 სტუდენტი დარეგისტრირდა. გამონაკლისია ის 53 სტუდენტი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. დასკვნითი გამოცდების ჩაბარება მათ ონლაინ რეჟმში შეუძლიათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის წელს საიუბილეო, მეასე გამოშვებაა.