პირველად საქართველოში "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022" იმართება. მასში მონაწილეობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კერძო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებენ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება ევროპული ბიზნეს გარემოს კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადდა. კვლევაში ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯებია თავმოყრილი და შეფასებულია რეფორმები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართლებით.