უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გადამწყვეტ კვირას ნაბიჯ-ნაბიჯ გავდივართ და ყოველდღე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მისივე თქმით, რუსეთს ძალიან ანერვიულებს უკრაინის აქტიურობა.
„დატვირთული იქნება კვირის შემდეგი დღეებიც. მივდივართ ევროპული საბჭოს მთავარი გადაწყვეტილებისკენ, რომელსაც პარასკევს მიიღებენ. როგორც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ძალიან ნერვიულობს ჩვენი აქტიურობით. ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში. ეს არის ბოროტება, რომლის დაშოშმინება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დონბასის რეგიონში რთული მდგომარეობაა და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.