ალექსეი არესტოვიჩი - ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - Palitra News

ალექსეი არესტოვიჩი - ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

2022-06-21 10:21:52+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მისივე თქმით, დაშავებულთა რიცხვი 30 000-ია, თუმცა, დაჭრილთა 96-98 პროცენტს კვლავ არმიაში აბრუნებენ.

რუსულმა მხარემ საკუთარი დანაკარგების შესახებ მხოლოდ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, უკანასკნელად 25 მარტს, როდესაც განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დროიდან 1 351 სამხედრო დაიღუპა და 3 825 - დაიჭრა.