ნაფტალი ბენეტი და მისი მთავარი კოალიციური მოკავშირე იაირ ლაპიდი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნაზე შეთანხმდნენ - Palitra News

ნაფტალი ბენეტი და მისი მთავარი კოალიციური მოკავშირე იაირ ლაპიდი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნაზე შეთანხმდნენ

2022-06-21 09:16:54+04:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი და მისი მთავარი კოალიციური მოკავშირე, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნაზე შეთანხმდნენ, რაც მოგვიანებით ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს.

პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც კოალიციის სტაბილიზაციის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

პარლამენტის დათხოვნაზე კანონპროექტი ქნესეთს მომავალ კვირას წარედგინება. მიღების შემთხვევაში კი, გასულ წელს დადებული კოალიციური შეთანხმების შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იაირ ლაპიდი დაიკავებს.

როგორც მედია წერს, ბოლო ოთხ წელიწადში, ისრაელში ეს მეხუთე არჩევნები იქნება.

ნაფტალი ბენეტისა და იაირ ლაპიდის მთავრობა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არიან ისრაელის ხელისუფლებაში. ის რვა პარტიისგან შემდგარი კოალიციიდან ჩამოყალიბდა.