როგორც მოგეხსენებათ, ევროპულმა საბჭომ, ამ კვირის ბოლოს, სიგნალი უნდა გააგზავნოს, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება ამ სამი ქვეყნის [უკრაინა,მოლდოვა, საქართველო] ევროპული ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, ეს ექო უნდა ისმოდეს ევროკავშირის საზღვრებს მიღმაც.