ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
შარლ მიშელი სოციალურ ქსელში მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
„ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია.
გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.
პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”,- წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.
შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისა და მოლდოვისთვის და ამ ქვეყნებს მოუწევთ შეასრულონ ევროკავშირის პირობები მათ ევროპულ გზაზე, კერძოდ კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.