მიხეილ სარჯველაძე აქციაზე - იყო ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი სამოქალაქო ვალია, პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ საუბედუროდ, ყველა არ იყო ასეთი - Palitra News

მიხეილ სარჯველაძე აქციაზე - იყო ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი სამოქალაქო ვალია, პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ საუბედუროდ, ყველა არ იყო ასეთი

2022-06-21 09:10:22+04:00

საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი იყო, რომელიც უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული - ნამდვილად იყო მცდელობები, რომ ვიწრო პარტიული მიზნებით ყოფილიყო რაღაც აქტივობები წამოწყებული, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რუსთაველის გამზირზე ჩატარებული აქცია „შინ ევროპისკენ“.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, აქციაზე ბევრი ადამიანი გულწრფელი მიზნით იყო მისული, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, რომ სურს ევროპული მომავალი, თუმცა, დიდ ნაწილს ვიწრო პარტიული ინტერესი ამოძრავებდა.

უმრავლესობის წევრის შეფასებით, ქვეყნის ევროპულ ხაზს „ქართული ოცნება“ უკვე 10 წელია მიჰყვება.