საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსდა.
როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ახალი სახალხო მოძრაობა „სამშობლოს შინ ევროპაში დააბრუნებს“.
ამასთან, მისი თქმით, ახალი მოძრაობის წარდგენა 24 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, ახალი მოძრაობის სათავეში ხალხი იქნება