რუსთაველის გამზირზე აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. პარლამენტის წინ საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად და დასაცავად ათი ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომლებმაც მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლეს. გუშინდელ დემონსტრაციას შეურთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარმაც.