ესპანური საცალო მოვაჭრე, Mango რუსეთის ბაზარზე პირდაპირ წარმომადგენლობას საბოლოოდ წყვეტს და საკუთარ მაღაზიებს ყიდის, რომლებიც მხოლოდ ფრენჩაიზის მოდელით იმუშავებენ. ინფირმაციას გამოცემები, El País და La Vanguardia კომპანიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
რუსეთში კომპანია უშუალოდ 55 მაღაზიას ფლობს, რომლეშიც 800 თანამშრომელი ჰყავს. წყაროს ცნობით, რამდენიმე ადგილობრივ პარტნიორზე მაღაზიების გაყიდვის პროცესი უკვე დასრულებულია, ხოლო საკუთრების გადაცემა უახლოეს თვეებში განხორციელდება.
Mango-ს მაღაზიები უკრაინაშიც დაიხურა, თუმცა ეტაპობრივად ხელახლა იხსნება და 14-დან 9 უკვე ფუნქციონირებს. Mango-ში აცხადებენ, რომ მაღაზიების გახსნით უკრაინის ეკონომიკურ და სოციალურ აღორძინებაში წვლილი შეაქვთ.