შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე,რომელიც 4 ივლისს იწყეა აბიტურიენტებს საგამოცდო სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულება არ ექნებათ. როგორც გორგოძემ აღნიშნა, აპლიკანტს შეუძლია პირბადე სურვილისამებრ გამოიყენოს. რაც შეეხება საგამოცდო ბარათებს, აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 21 ივნისის 10:00 საათიდან შეეძლებათ.მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კი 22 ივნისის 10:00 საათიდან.