ირაკლი ღარიბაშვილი კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

2022-06-20 20:26:52+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. დოჰას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.