მარიუპოლის მერის მრჩეველი - მარიუპოლში ოკუპანტები ადამიანების ცხედრების ექსჰუმაციას ახორციელებენ და მასობრივ სასაფლაოებზე კრძალავენ - Palitra News

მარიუპოლის მერის მრჩეველი - მარიუპოლში ოკუპანტები ადამიანების ცხედრების ექსჰუმაციას ახორციელებენ და მასობრივ სასაფლაოებზე კრძალავენ

2022-06-20 20:22:10+04:00

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო „ტელეგრამში“ წერს,რომ მარიუპოლში ოკუპანტები ადამიანების ცხედრების ექსჰუმაციას ახორციელებენ და მასობრივ სასაფლაოებზე კრძალავენ . მისი თქმით, სიცხის გამო, პროზექტურიდან ცხედრები დასაკრძალად მასობრივ სასაფლაოებზე სასწრაფოდ მიჰყავთ . „ოკუპანტებმა დაიწყეს მიცვალებულების ექსჰუმაცია. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ახლობლების მონაწილეობით. სიცხის გამო, ცხედრები სასწრაფოდ მიაქვთ დასაკრძალად მასობრივ სასაფლაოებზე და ნომრებს ყოველთვის არ ამონტაჟებენ გარდაცვლილებთან“, - აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი.