აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნისა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევრის დევიდ კრამერის განცხადებით, მთავარი პასუხისმგებლობა იმ შეფასებების გამოსწორებაში, რომელიც საქართველომ მიიღო ევროპარლამენტისგან, მთავრობას ეკისრება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პალიტრანიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ართმევს თავს, რასაც მოწმობს თუნდაც უკრაინელების მხარდამჭერი აქციის გამართვა. კრამერის თქმით, მთავრობის განცხადებები და ქმედებები სულ სხვა მიმართულებით მიდის და ხალხის აზრს არ ემთხვევა.