„შინ ევროპისკენ“ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება - Palitra News

„შინ ევროპისკენ“ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება

2022-06-20 19:51:03+04:00

„შინ ევროპისკენ“ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება.

შეკრება „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით გაიმართება.აქციას მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ასევე, პოლიტიკოსები დაესწრებიან.

21:00 საათზე აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.