კახა კალაძის შეფასებით, დღევანდელი აქცია „ნაციონალური მოძრაობის” აქციაა, როგორც ქართული ოცნების გენერალური მდივანი აცხადებს, ხალხი ყველაფერს ხედავს და ხვდება და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი არ აქვს, რომ დღევანდელი ოპოზიციის პირობებში შესაძლებელია დეპოლარიზაცია მოხდეს.
მისი განცხადებით, ხელისუფლება მზად არის დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს.