ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღევანდელი აქცია „შინ ევროპისკენ“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ.მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან განხორციელებულ გადმორიცხვებზე ისაუბრა და ეჭვი გამოთქვა, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ“.როგრც მდინარაძემ განმარტა, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ ქვეყანის მიერ არჩეულ ევროპულ გზას პოზიტიური შედეგი ჰქონდეს და საქართველო დაუბრუნდეს ევროპას . მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ევროპული არჩევანი სწორედ ,,ქართული ოცნების’’ მიერ ჩაიწერა.