სამი წლის წინ ე.წ. გავრილოვის ღამეს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები და უბრალოდ მოქალაქეები, ორმა მათგანმა კი თვალი დაკარგა. აღნიშნულ ფატქს წინ უსწრებდა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარაძელზე განთავსება და სხდომის რუსულ ენაზე წარმართვა, რამაც საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა პროტესტი გამოიწვია. ხელისუფლების პოზიციით, მათ პროპორციული ძალა მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციიაზე მყოფმა ხალხმა საკანონმდებლო ორგანოზე შტურმი განიზრახეს.