პაატა მანჯგალაძე - საქართველოსაც მისცემდნენ ავანსად სტატუსს, მსოფლიოში თავი რომ არ ჰქონდეს მოჭრილი „ქართულ ოცნებას", არ იცნობდნენ, როგორც „გადამგდებებს" და უპირო ადამიანებს - Palitra News

პაატა მანჯგალაძე - საქართველოსაც მისცემდნენ ავანსად სტატუსს, მსოფლიოში თავი რომ არ ჰქონდეს მოჭრილი „ქართულ ოცნებას", არ იცნობდნენ, როგორც „გადამგდებებს" და უპირო ადამიანებს

2022-06-20 14:13:25+04:00

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ავანსად მისცეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ავანსად სტატუსს მისცემდნენ იმისთვის რომ მთელ მსოფლიოში "ქართულ ოცნებას" თავი არ ჰქონოდა მოჭრილი.

მანჯგალაძის განცხადებით, მავნებლობაა ასევე განცხადებები, რომ სტატუსი საქართველოს არ მისცეს, რადგან ქვეყანამ ომი არ დაიწყო.