გიორგი ვაშაძე - დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი, ერთი შეკრებით ჩვენ გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ - Palitra News

გიორგი ვაშაძე - დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი, ერთი შეკრებით ჩვენ გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ

2022-06-20 14:11:47+04:00

დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს გამოვიდნენ, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერთი შეკრება საკმარისი არ არის და საჭიროა სისტემური, გეგმაზომიერი და თანმიმდევრული მუშაობა, რომ საქართველო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ააცდინა ევროპულ გზას, ამ გზაზე დააბრუნონ.