თიბისი კაპიტალმა ტურიზმის აღდგენის შესახებ განახლებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი საქართველოში 2019 წელთან შედარებით 87.5%-ით აღდგება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული პროგნოზი ქვეყანაში უცხოეთიდან მიგრაციის ეფექტსაც ასახავს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტყრაციის ინფორმავციით, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოს 907 000 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 2014%-ით აღემატება, თუმცა 2019 წლის ანალოგიორ პერიოდს 45%-ით ჩამორჩება.
თუმცა, საინტერესოა, როგორი ვითარებაა ტურისტულ სექტორში იმ სტატისტიკის მიღმა, რასაც ოფიციალური უწყებები ავრცელებენ. ამ და სხვა საინტერესო საკითხებით "ინ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია "ბიზნეს პალიტრას" კითხვებს პასუხობს.