თბილისში "სქილ ვილ აკადემიის" პრეზენტაცია გაიმართა - Palitra News

თბილისში "სქილ ვილ აკადემიის" პრეზენტაცია გაიმართა

2022-06-20 13:32:35+04:00

თბილისში "სქილ ვილ აკადემიის" პრეზენტაცია გაიმართა. 4 თვის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან პროგრამირების საფუძვლების კურსებს; მეხუთე თვიდან კი მათ შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ სასურველი სპეციალიზაცია. ეფექტური კომუნიკაცია; დროის მართვა და გუნდში მუშაობა; თვითგანვითარება და მოტივაცია - ეს არასრული ჩამინათვალია, რასაც სქილ ვილ აკადემია სტუდენტებს სთავაზობს.

კურსის ბოლო ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დასაქმებაზე სქილვილ აკადემიაში რეზიუმეების მიღება უკვე დაწყებულია, პირველი ნაკადი სწავლას 1 ივლისს დაიწყებს.