საქსტატმა 2021 წლის სოფლის მეურნეობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოში 136 ათასი ტონა ხორბლის, 233 ათასი ტონა სიმინდის და 235 ათასი ტონა კარტოფილის მოსავალი მოიყვანეს. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას, თუ რა არის ერთ ჰექტარზე პროდუქტიულობის მაჩვენებლები საქართველოში.
დოკუმენტის თანახმად, ძირითადი სასურსათო ნედლეულის წარმოება ქვეყანაში საოჯახო მეურნეობებში ხდება. მაგალითად, ადგილობრივი ლობიოს 99% სიმინდის 94% და კარტოფილის - 98% საოჯახო მეურნეობებში მოჰყავთ.
თუმცა, საოჯახო მეურნეობები მცირემიწიანობით გამოირჩევიან და მათზე მაღალი ეფექტიანობის მიღწევა რთულია, ამის გამო, ერთ ჰექტარზე პროდუქტიულობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია.