ომის 117-ე დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებები აქტიურად გრძელდება. დაძაბულია მდგომარეობა ქვეყნის აღმოსავლეთით. ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადაჯგუფების აღკვეთას ხუთი მიმართულებით ცდილობენ.
რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში გემების ჯგუფის შემადგენლობა შეავსო. ამიერიდან იქ ფრთოსანი რაკეტების 3 ზედაპირული და 3 წყალქვეშა გადამზიდი იმყოფება, რომელთა საერთო არსენალი 36 რაკეტას შეადგენს.
გასული ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის გარშემო სამი ავიადარტყმა განხორიელდა. მტერმა ავიაიერიში მიიტანა მირნაია დოლინასა და ბელაია გორას რაიონებზე, ასევე ერთ-ერთ უკვე დანგრეულ ხიდზე, რომელიც ლისიჩანსკს სევეროდონეცკთან აკავშირებდა. უკრაინულმა ავიაციამ კი რუსული ჯარების ტაქტიკური ჯგუფი და ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი გაანადგურა.
საჰაერო ძალების საზენიტო მსროლელთა ჯგუფმა დრონი ჩამოაგდო.
ომის დაწყების დღიდან ქვეყანაში 33 800 რუსი სამხედრო გარდაიცვალა.