მერლინ მონროს შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი, BLONDE უკვე დასრულებულია. „ნეტფლიქსმა“ პირველი „თიზერი“ გაავრცელა. 60-იანი წლების ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს როლს ანა დე არმასი ასრულებს. მსახიობმა მართლაც საოცარი გარდასახვა მოახდინა, ის მონროს და ძალიან ჰგავს.აღსანიშნავია, რომ ფილმი ამერიკელი მწერლის, ჯოის კეროლ ოუტსის ბესტსელერი რომანის მიხედვითაა გადაღებული. პრემიერა 23 სექტემბერს შედგება.