ლიზა ბათიაშვილითან ერთად აუდის საზაფხულო ფესტივალზე ნამდვილი ქართული ვარსკვლავთცვენა იქნება - Palitra News

ლიზა ბათიაშვილითან ერთად აუდის საზაფხულო ფესტივალზე ნამდვილი ქართული ვარსკვლავთცვენა იქნება

2022-06-20 10:27:49+04:00

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი აუდის საზაფხულო ფესტივალის მონაწილეებს აანონსებს. ლიზასთან ერთად მუსიკალურ ღონისძიებაზე ნამდვილი ქართული ვარსკვლავთცვენა იქნება. მონაწილეებს შორის არიან საქართველოს ეროვნული ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ვირტუოზი კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, პოპულარული ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი, ბასისტი ლევან დეისაძე და დრამერი ზაზა ცერცვაძე წარდგებიან.

აუდის საზაფხულო საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური ვიდეორგოლი უკვე გამოქვეყნებულია.