ამერიკელმა ბენზოხერხი შუბლზე 31 წუთის განმავლობაში გაიჩერა - Palitra News

ამერიკელმა ბენზოხერხი შუბლზე 31 წუთის განმავლობაში გაიჩერა

2022-06-20 10:10:56+04:00

ამერიკელი დევიდ რაში გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, რადგან ბენზოხერხი შუბლზე 31 წუთისა და 25 წამის განმავლობაში გაიჩერა. ამის შესახებ UPI წერს.რაშს თითქმის 250 მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული. 2017 წელს ის პირველად მოხვდა რეკორდების წიგნში ბენზოხერხის შუბლზე ბალანსირების ხანგრძლივობით. მაშინ მისი შედეგი 5 წუთი და 1 წამი იყო, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სხვა მონაწილემ ხერხი შუბლზე 6 წუთისა და 48 წამის განმავლობაში გაიჩერა. ამის შემდეგ რაშმა, რომელსაც ასევე ნიკაპსა და ცხვირზე ნივთების ბალანსირებაში აქვს დამყარებული რეკორდები, ლიდერობის დაბრუნება გადაწყვიტა.