კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. მონაწილეებს ჟურნალისტმა მაკა ანთიძემ როიტერში მიღებული 25 წლიანი გამოცდილება გაუზიარა. ამბის გადმოცემის ტექნიკა, სტატიის შექმნა და საგანგებო სიტუაციების გაშქების სპეციფიკა - ეს ის თემებია, რომელზეც მოსწავლეებმა ტრენინგი როგორც თეორიული, ასევე პრატქიკული მიმართლებით გაიარეს.
მონაწილეებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქებისთვის საჭირო ცოდნაც მიიღეს და ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკები შეისწავლეს.