Coca-Cola რუსეთში გაყიდვებსა და წარმოებას წყვეტს - Palitra News

Coca-Cola რუსეთში გაყიდვებსა და წარმოებას წყვეტს

2022-06-20 08:04:49+04:00

კომპანია Coca-Cola Hellenic Bottling Company (HBC), რუსეთში გაყიდვებსა და წარმოებას წყვეტს.

როგორც სააგენტო Reuters-ი ამერიკულ კომპანიაზე დაყრდნობით წერ, დღეისათის Coca-Cola და მისი კლიენტები მარაგების ამოწურვაზე არიან გადასულები.

მარტში კომპანიამ რუსეთში ბიზნესის შემცირების შესახებ განაცხადა, კერძოდ, საუბარია რუსეთის ბაზრისთვის საჭირო ინგრედიენტების მიწოდების შეჩერებაზე.

მაისში კი Coca-Cola Co.-ს ხელმძღვანელმა ჯეიმს ქუინსიმ რუსეთის დატოვების შესაძლებლობაც დაუშვა.

რუსეთში Coca-Cola HBC-ი 10 ქარხნით ოპერირებს. 2021 წელს კომპანიამ რუსეთში გაყიდვები 18,3%-ით 373,3 მლნ შეფუთვამდე გაზარდა.