4 დარგი, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასია საქართველოში - Palitra News

4 დარგი, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასია საქართველოში

2022-06-20 08:00:32+04:00

2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით ანუ 190.3 ლარით გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი;

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339 ლარი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 963.5 ლარი;

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900 ლარი.