რუსეთის მიზანი ხარკოვის ფრონტის ქალაქად ქცევაა - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის ჩრდილოეთით, სიტუაცია საკმაოდ რთულია. მტრის ძალები ხარკოვთან მიახლოებას ცდილობენ, რათა მასზე საჰაერო იერიში განახორციელონ.
ცნობისთვის, დენისენკოს ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით მათმა ძალებმა ხარკოვში, ტანკების შემკეთებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.