სამხედრო მოიტივაციის დაქვეითების პრობლემები ხელს უშლის რუსეთის ჯარებს ოპერატიული მიზნების მიღწევაში. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშში წერია, რომ ბოლო დღეებში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ მიიტანეს ძლიერი საარტილერიო იერიში სევეროდონეცკის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთ მიმართულებებით ფრონტის ხაზზე მცირე ცვლილებებით.
დაზვერვა იუწყება, რომ ორივე მხარის საბრძოლო ნაწილები ჩართულნი არიან ინტენსიურ ბრძოლებში დონბასში.
"უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, დეზერტირებულნი იყვნენ, მაგრამ რუსების მოტივაცია, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მყიფეა” , - ნათქვამია მოხსენებაში.
ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ცდილობს მოახდინოს სამართლებრივი ზეწოლა დისიდენტებზე.
რუსეთის დაბალი მოტივაციის მიზეზებს შორისაა ცუდი ხელმძღვანელობა, ქვედანაყოფების როტაციის შეზღუდული შესაძლებლობები, ძალიან მაღალი მსხვერპლი, საბრძოლო სტრესი, მიმდინარე ცუდი ლოჯისტიკა და ანაზღაურების პრობლემები.