უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით მიკოლაივის ოლქში ჩავიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზელენსკი ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვიტალი კიმს.
შეხვედრების დროს განიხილეს მიკოლაივის ოლქში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრის გზები. კერძოდ, საუბარი შეეხო რაიონული ცენტრის წყალმომარაგების აღდგენას, რაც მტრის მხრიდან დაბომბვის შედეგად წყალმომარაგების ქსელების დაზიანების გამო გართულდა.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხმელეთიდან და ზღვიდან მომდინარე საფრთხეებს. ჩვენ არ ვწყვეტთ მუშაობას გამარჯვებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.