ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა

2022-06-18 17:54:50+04:00

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა.

20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.